კიდევ ერთი დასტურია, რომ 20 ივნისს იყო არაფორმალური ბრძანებები - ხოშტარია საბანაძის ჩანაწერზე

21.03.21 13:08
კიდევ ერთი დასტურია, რომ 20 ივნისს იყო არაფორმალური ბრძანებები - ხოშტარია საბანაძის ჩანაწერზე

სამოქალაქო მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასულ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც კახა საბანაძე ბრძანებას ტელეფონით გასცემს. ხოშტარია 20 ივნისის ღამეს ბრძანების გამცემი პირების პასუხისმგებლობას მოითხოვს.

კიდევ ერთი დასტურია რომ 20 ივნისს იყო არაფორმალური ბრძანებები, დღემდე პაუსიხსმგებლობის საკითხი არის ესარაგამჭირვალე, უნდა იყოს გამოძიებული ეს თავიდან ბოლომდე რომ შემსრულებლის და ბრძანების გამცემის პასუხისმგებლობა დადგეს, რომ ჩვენ არ ვიმარჩიელოთ ჩანაწერებით - ამბობს ელენე ხოშტარია.

ტვ პირველის შაბათის ეთერის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, 20 ივნისის დარბევის ღამეს ბრძანება არა რაციით, არამედ მობილური ტელეფონით გაიცემოდა. ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ მასალებში კარგად ისმის შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მითითება, სადაც ის რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული დინამიკების დაზიანების ბრძანებას იძლევა. ბრძანება მართლაც შესრულდა და დარბევის მომენტში აქციის ორგანიზატორებს აღარ ჰქონდათ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება, რამაც ქაოსი გამოიწვია.