ტოვებს განცდას, რომ ეს იყო პოლიტიკური დემარში - სამადაშვილი ნატალი საბანაძის გადადგომაზე

21.03.21 15:02
ტოვებს განცდას, რომ ეს იყო პოლიტიკური დემარში - სამადაშვილი ნატალი საბანაძის გადადგომაზე

ეს ყველაფერი ტოვებს განცდას, რომ ეს იყო პოლიტიკური დემარში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილ ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ნატალი საბანაძის, გადადგომის ფაქტს ეხმაურება.

ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს როდესაც ევროკავშირი ხელცარიელი გაუშვა ,,ქართულმა ოცნებამ", ელჩის ფეისბუქ განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს ყველაფერი ტოვებს განცდას, რომ ეს იყო პოლიტიკური დემარში და რეალურად მან ჩათვალა, რომ საქართველოს ხელისუფლების პირობებში მას არ აქვს საშუალება, რომ განახორციელოს მთავარი მისია, - ამბობს სამადაშვილი.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ  თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის განცხადებას თავად ავრცელებს. დიპლომატი კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი მისია სავსე იყო მორალური გამოწვევებით.