200-კაციანი სუფრა ჭყონდიდში- ეპარქია "პატრიოტთა ალიანსის" პარტაქტივს მასპინძლობს

21.03.21 19:14
200-კაციანი სუფრა ჭყონდიდში- ეპარქია "პატრიოტთა ალიანსის" პარტაქტივს  მასპინძლობს

ჭყონდიდის ეპარქიაში 200-კაციანი სუფრა გაიშალა. როგორც ცნობილი გახდა, ჭყონდიდის მეუფე სტეფანემ კოვიდრეგულაციები "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მასპინძლობის გამო დაარღვია. 

სუფრის გაშლა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ დღეს ღვთისმშობლის ის ხატი დააბრძანეს, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს აფხაზეთიდან რამდენიმე თვის წინ უკან დაუბრუნეს.