მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. „კომენდანტის საათს“ არღვევენ

21.03.21 21:53
მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. „კომენდანტის საათს“ არღვევენ

მარნეულში, სამოქალაქო აქტივისტები ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით ე.წ. „კომენდანტის საათს“ არღვევენ.ადგილობრივებმა მარნეულში კოცონი დაანთეს.

 „მოძრაობა საქართველოსთვის“ და „ევროპული საქართველოს“  წევრები და  ადგილობრივი მოსახლეობა  მთავრობის გადაწყვეტილებას  აპროტესტებენ. მთავრობამ აზერბაიჯანული თემის მოთხოვნა დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთი დღით გაუქმებულიყო „კომენდანტის საათი“, არ დააკმაყოფილა.