დასავლური ვექტორიდან დისტანცირება იყო ძირითადი ფაქტორი - ოპოზიცია ნატალია საბანაძის წასვლაზე

22.03.21 11:32
დასავლური ვექტორიდან დისტანცირება იყო ძირითადი ფაქტორი - ოპოზიცია ნატალია საბანაძის წასვლაზე

ევროკავშირში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ნატალია საბანაძის გადადგომა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის და ეს ფაქტი საერთაშორისო  პარტნიორებში გაამყარებს ეჭვს, რომ საქართველომ დასავლური ვექტორიდან გადაუხვია. 

ასეთ ვითარებაში, ელჩის გადადგომა, ვფიქრობ, არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ალბათ ძალიან ძნელი იყო იმ ყველაფერზე მუშაობა ელჩისთვის და ამის რაღაცნაირად შელამაზება, თუ კიდევ უფრო შორს არ წავალთ, რომ ხდება პრაქტიკულად ამ დასავლური ვექტორიდან დისტანცირება. როგორც ჩანს, ეს იყო ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ის წავიდა, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროკაშირში საქართველოს ელჩის გადადგომა საერთაშორისო პარტნიორებთან „ქართული ოცნების“ იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს. 

ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება დააზიანებს „ქართული ოცნების“ იმიჯს ბრიუსელში, იმიტომ, რომ ქალბატონი საბანაძე დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“. ის კი არა, რომ ის გაათავისუფლეს, არამედ თავად დატოვა, შექმნის ისეთ განცდას  ჩვენს საერთაშორისო პარტნირეობში, რომ რაღაცა არის ძალიან ცუდად. ვფიქრობ, რომ დანიელსონის ბოლო ვიზიტი არ იყო ეს საქართველოში და მედიაციის პროცესის გაგრძელება ვფიქრობ, რომ იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, მე ასე ვვარაუდობ, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას ითხოვს პარტია „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი. მისი თქმით, თუკი აღნიშნულთან დაკავშვირებით უშუალოდ ელჩი არ გააკეთებს განმარტებებს, მაშინ ეს სააგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იკისროს. 

ასეთი გამოცდილი დიპლომატის გადადგომა ყოველთვის კითხვნის ნიშნებს აჩენს, მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ პოლიტიკური კრიზისი გავქვს. კარგი იქნება, რომ ცოტა დეტალური განმარტება მივიღოთ, თუ არა უშუალოდ ელჩისგან, მინიმუმ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, - ამბობს რაქვიაშვილი. 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ  თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშვირებით განმარტებების გაკეთება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა არ ისურვა დ ჟურნალისტის შეკითხვას გაექცა.

ტვ პირველის ინფორმაციით,  ნატალია საბანაძის გადადგმოას წინ პრემიერთან  კონფლიქტი უძღვოდა. გამოცდილი დიპლომატი ირაკლი ღარიბაშვილს არწმუნებდა, რომ არ შეიძლებოდა ევროკავშირისთვის პო-ლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე უარის თქმა, თუმცა მას არ მოუს-მინეს. 

მიმდინარე კვირაში ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელების სხდომა გაიმართება, სადაც მტავარ საკითხად   სქართველოში განვითარებული მოვლენები იქნება განხილული, ამის შემდეგ კი, დიდი ალბათობით, კრისტიან დენიელსონი საქრთველოს ისევ ეწვევა. 
 

მსგავსი სიახლეები