მსგავსი პრეცენდენტი ძალადობას ახალისებს-არასამთავრობო სექტორი

25.02.21 15:09
მსგავსი პრეცენდენტი ძალადობას ახალისებს-არასამთავრობო სექტორი

სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს მკაცრი! - ასეთია არასამთავრობო სექტორის რეაქცია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე.  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სანაიაზე თავდასხმას პოლიტიკურ პოლარიზებას და მედიის თანამშრომლების მიმართ აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს. არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლების უმაღლესი შტოების წარმომადგენლებს, გააკეთონ საჯარო განცხადებები და ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმონ.