რეჟიმისთვის დამახასიათებელი ხელწერაა - ოპოზიცია "ოცნებაში" ფარულ მოსმენებზე

22.03.21 12:08
რეჟიმისთვის დამახასიათებელი ხელწერაა - ოპოზიცია "ოცნებაში" ფარულ მოსმენებზე

მაღალჩინოსნების კაბინეტებში დამონტაჟებული ფარული ვიდეოკამერები და 20 ივნისს გაცემული უკანონო ბრძანებები - ნოდარ მელაძის შაბათში გასულ მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ოპოზიციაში ეხმაურებიან. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის, შეფასებით, „ოცნება“ კონტროლის მექანიზმად ფარულ მოსმენებს იყენებს, რომელიც ჩრდილოვანი მმართველობის რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი. დეკანოიძე ასევე, დარწმუნებულია, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეს, დარბევის ბრძანება ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა. 

ზოგადად, ეს არის რეჟიმისთვის დამახასიათებელი, როდესაც ჩრდილოვანი მმართველობა და ყველამ ვიცით, ვინ არის ჩრდილოვანი მმართველი, არ ენდობა თავის უშუალო მსახურებს და რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმად კვლავ აქვთ აღებული ზუსტად ეს მოსმენების  მოდელი, შესაბამისად, მე არ მიკვირს ახლა, რომ მაგალითად, მაღალჩინოსნებს უსმენდეს თვითონ ჩრდილოვანი მმართველი. 20 ივნისს არა მხოლოდ საბანაძე, არამედ, მე დარწმუნებული ვარ, ჯაჭვი რეაქციული მოდიოდა ბიძინა ივანიშვილისგან და შემდეგ იყო ჩაშლილი, - ამბობს დეკანოიძე.

„ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე საქმეზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე დაუბრობს. 

ახალ-ახალი ისტორიები გვესმის, გვესმის ახალი ჩანაწერები, ვიდეობი, მათ შორის, ვხედავთ, რომ უთვალთვალებენ საკუთარი გუნდის წევრებს და ამას ცალკე გამოძიება სჭირდება. როგორც ამ აუდიო- და ვიდეო ფაილების მოპოვებას, ისე ამ ჩანაწერებში გაჟღერებულ შინაარსთან დაკავშვირებით აუცილებელია, რომ პროკურატურამ ადიწყოს გამოძიება, - ამბობს ბუაძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელის თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში მსგავს ფაქტებს საგამოძიებო უწყებების მხრიდან  რეაგირება მოჰყვება. 

„ქართული ოცნებისთვის“ ეს საყვარელი მეთოდია, ეს მოსმენები, ეს ახალი არ არის საზოგადოებისთვის. ოღონდ ყევლა ასეთ ფაქტს ნორმალური ქვეყანაში და ნორმალური ხელისუფლების პირობებში უნდა ჰქონდეს რეაქცია, - ამბობს გიგი წერეთელი.

20 მარტს ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა სიუჟეტი, საიდანაც დგინდება, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნები ერთმანეთს ფარულად უსმენენ და უთვალთვალებენ.  ამავე სიუჟეტში გასული აუდიოჩანაწერებით  დგინდება ისიც, რომ 20 ივნისის სიხლიან ღამეს ბრძანებები მობილური ტელეფონით გაიცემოდა, რათა არ დაფისქირებულიყო ოფიცილურ ჩამწერ მოწყობილობებში ვინ და რა დავალებებს გასცემდა. 

დაიწყებს თუ არა მორიგ სკნადალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით გომალურის უწყება გამოძიებას ჯერჯერობით უცნობია. 
 

მსგავსი სიახლეები