"ოცნებიდან" დემარშით წასული გიორგი გახარია პოლიტიკაში რჩება - ყოფილი პრემიერის გეგმები

22.03.21 13:23
"ოცნებიდან" დემარშით წასული გიორგი გახარია პოლიტიკაში რჩება - ყოფილი პრემიერის გეგმები

გიორგი გახარია პოლიტიკური განაცხადისთვის ემზადება. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა პრემიერ-მინისტრმა დღეს დუმილი დაარღვია  და თქვა, რომ ქვეყნიდან  და პოლიტიკიდან არ მიდის.

ტვ პირველის კამერამ ტაბახმელაში, გახარიას სახლთან გადაიღო „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი, მიხეილ დაუშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კახა ქემოკლიძე.  ჩვენი ინფორმაციით, გახარიას გუნდში გადასასვლელად მზად არის "ქართული ოცნების" კიდევ რამდენიმე დეპუტატი.  მათ შორის არიან, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, მიხეილ დაუშვილი და რესან კონცელიძე. 

 გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.
 

მსგავსი სიახლეები