გახარია ივანიშვილის სარეზერვო ფიგურაა ახალი ლიდერის შესაქმნელად - გიორგი გუგავა

22.03.21 13:55
გახარია ივანიშვილის სარეზერვო ფიგურაა ახალი ლიდერის შესაქმნელად - გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება. საქმე ეხება დღეს ტვ პირველის ეთერში გასულ ინტერვიუს, სადაც გახარია პოლიტიკაში დარჩენას აანონსებს. 

გიორგი გუგავა ექს-პრემიერს პოლიტიკურ არენაზე დამოუკიდებელ მოთამაშედ ვერ აღიქვამს და ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის სარეზერვო ფიგურაა, რომელიც მისგან ახალი ლიდერის შექმნას შეეცდება.

სარეზერვო ფიგურა გამოიყვანა ივანიშვილმა, რომელსაც ექნება გარკვეული ფინანსები და შეეცდებიან, მისგან შექმნან ახალი ლიდერი, რომელიც საბოლოოდ, ივანიშვილის ყულაბაში ჩაყრის ხმებს, - ამბობს გუგავა. 

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი , ასევე, ამბობს, რომ გიორგი გახარიას ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ საბრალდებო სკამზეა. 

გახარიას ადგილი პოლიტიკაში კი არა, დღეს ის უნდა იჯდეს მისი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პროკურორის კაბინეტში და ჩვენებას უნდა აძლევდეს იმ დანაშაულებების გამო, რომელმაც ეს ქვეყანა ლამისაა, ჩამოაქცია, - აცხადებს გუგავა. 
 

ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, დღეს დუმილი დაარღვია და  ტვ პირველთან ექსკლუზიურად განაცხადა, რომ პოლიტიკიდან და ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.