გახარიას პოლიტიკური მოძრაობა "ქართულ ოცნებას" დააზიანებს - ხატია დეკანოიძე

22.03.21 14:01
გახარიას პოლიტიკური მოძრაობა "ქართულ ოცნებას" დააზიანებს - ხატია დეკანოიძე

გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ექს-პრემიერის მიერ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს. 

დეკანოიძის თქმით, გიორგი გახარია 20 ივნისის მთავარი შემოქმედია და მას პოლიტიკურ კონკურენტად ვერ აღიქვამს. 

იმ შემთხვევაში, თუ გახარია დარჩება პოლიტიკაში და გადაწყვეტს პოლიტიკური ძალის შექმნას პარტიის სახით, ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ იგი არის შემოქმედი 20 ივნისის, მთავარი შემოქმედი ადამიანების დასახიჩრების, რომლის დროსაც და შემდეგ არ დასჯილა არცერთი სამართალდამცავი უწყება და მას საკმაოდ კარგი კავშირები აქვს, მათ შორის, რუსეთთან, მაგრამ ამავე დროს, თუ რაიმე სახის პოლიტიკურ მოძრაობას შექმნის, ეს პირველ რიგში, დააზიანებს „ქართულ ოცნებას“ , ჩვეულებრივი ჩამოშლის პროცესია, ისევე, როგორც დააზიანა ზუსტად იმ გაგადგომის შემდეგ ჩრდილოვანი მმართველობა. მე ასე კონკრეტულად რაიმე სახის ძლიერ ძალას ნამდვილად ვერ ვხედავ მისი სახით, - ამბობს დეკანოიძე.
 

 ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, დღეს დუმილი დაარღვია და  ტვ პირველთან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან და ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.