მე ავიცრები, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკათი“ - ეკატერინე ტიკარაძე

22.03.21 14:48
 მე ავიცრები, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკათი“ - ეკატერინე ტიკარაძე

 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, სავარაუდოდ, AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მე შევპირდი მოსახლეობას, რომ გავიკეთებ ვაქცინას და აუცილებლად გაიგებს მედია ამის შესახებ. მე ავიცრები, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით. რაც შეეხება აქტივობებსა და კამპანიას, ამასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ და და ვეყრდნობით მათ დამატებით რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ არ შეიქმნას კიდევ დამატებითი კითხვები და ხარვეზები იმ კომუნიკაციასთან, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებს მედია,- განაცხადა ტიკარაძემ.