კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 65 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი

22.03.21 14:54
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 65 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

პირველი მთავარი ინფორმაცია, რაც არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც „ასტრაზენეკა“ აღიარა, როგორც უსაფრთხო ვაქცინა და შესაბამისად, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეუფერხებლად გაგრძელდება. გამომდინარე აქედან, საბჭომ ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო გვემსჯელა, თუ რა იქნებოდა საქართველოში შემდგომი ტაქტიკა ჯგუფებთან მიმართებით და ასევე, ლოკაციებთან მიმართებით. აქ ჩვენ გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი, 75 წელზე და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფებია ის მოწყვლადი ჯგუფები, ვისთვისაც კოვიდინფექცია არის ყველაზე საშიში ინფექცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა,- თქვა ტიკარაძემ.

ბოლო ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ  3 818-მა ადამიანმა ჩაიტარა. ვაქცინაციის მსურველი კი 5246 მედიკოსია დარეგისტრირებული, თუმცა მათი დიდი ნაწილი აცრაზე უარს აცხადებს. დღეიდან საქართველოში PFizer-ის ვაქცინის დოზებსაც ელოდებიან.შეხვედრების დასრულების შემდეგ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების შესახებ გახდება ცნობილი

 

მსგავსი სიახლეები