გიორგი გახარიას მისიაა, შექმნას "ქართული ოცნება 2" - გიორგი მარგველაშვილი

22.03.21 15:15
გიორგი გახარიას მისიაა, შექმნას "ქართული ოცნება 2" - გიორგი მარგველაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გაცხადებას, რომელიც მან  პოლიტიკურ გეგმებთან  დაკავშირებით გააკეთა, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი  გახარიას გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის კვალს ხედავს. მისი შეფასებით, მმართველ ძალა ალტერნატიული  პოლიტიკური ძალის შექმნას ცდილობს, რომლითაც შესაძლოა, შემდგომში „ქართული ოცნება“ ჩანაცვლდეს. 

კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარიას იმისთვის, რომ შეასრულოს ეს თითქოს მისია, შექმნას  „ქართული ოცნება 2“, - აცხადებს მარგველაშვილი.

კითხვაზე, ისურვებდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი გახარიას გუნდში ყოფნას, მეოთხე პრეზიდენტმა უარით უპასუხა.  
 

მსგავსი სიახლეები