ვინ უთვალთვალებდა კახა საბანაძეს - ელისო კილაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს

22.03.21 15:35
ვინ უთვალთვალებდა კახა საბანაძეს - ელისო კილაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ტვ პირველის შაბათის ეთერში გასულ სკანდალურ ფოტომასალასთან დაკავშირებით ელისო კილაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს.  საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე შსს-ს გამოძიება არ დაუწყია. ეთერში გასული მასალიდან ირკვევა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანს,  კახა საბანაძეს, უთვალთვალებდნენ. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლება უსმენს საკუთარ მაღალჩინოსნებს, მათ შორის კახა საბანაძეს საკუთარ კაბინეტში და  ასევე დაკავებულია კომპრომატების მოპოვებით პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებზე, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რეალურად არის სისხლის სამართლის გამოძიების საფუძველი, მნიშვნელოვანია 20 ივნისის დარბევის ჩანაწერები, როგორც გაირკვა, სახალხო დამცველს მოასმენინეს მხოლოდ რაციების ჩანაწერები,  - ამბობს კილაძე. 

ტვ პირველის ეთერში ხმაურიანი რეპორტაჟი 2 დღის წინ გავიდა, თუმცა შსს-ს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გამოძიება დაწყებული არ არის.