საქართველომ ევროკავშირისა და ნატოსკენ გზა უნდა გაიკაფოს დემოკრატიით და კანონის უზენაესობით - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

22.03.21 15:22
 საქართველომ ევროკავშირისა და ნატოსკენ გზა უნდა გაიკაფოს დემოკრატიით და კანონის უზენაესობით - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ევროპისთვის შემაშფოთებელია. მისი თქმით, მათ გაგზავნეს მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ საქართველო გზიდან გადახვევის შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ ქვეყნის ტრანსატლანტიკურ გზას, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორებსაც.

დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში არის საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის საკითხი. საქართველოში განვითარებული მოვლენები სერიოზული შეშფოთების საგანია ევროპელი პარტნიორებისთვის. გავაგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ საქართველომ ევროკავშირისა და ნატოსკენ გზა უნდა გაიკაფოს დემოკრატიით და კანონის უზენაესობით. თუ საქართველო ამ მიმართულებას გადაუხვევს, საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ ქვეყნის ტრანსატლანტიკურ გზას, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორებსაც - გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხდება ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები