თუ ვინმეს ,,ქართული ოცნებიდან" წასვლა უნდა, გზა ხსნილია - გია ვოლსკი

22.03.21 17:00
თუ ვინმეს ,,ქართული ოცნებიდან" წასვლა უნდა, გზა ხსნილია -  გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ვოლსკი, კითხვაზე, შეუერთდება თუ არა გახარიას  ახალ გუნდს "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი, პასუხობს, რომ გზა ხსნილია.

არ ვიცი, მე არ გამიგია, რომ ვინმეს ,,ქართული ოცნებიდან" წასვლა უნდა, თუმცა გზა ხსნილია. თუ ვინმე გადაწყვეტს, ან თვითონ თუ გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში აქტიური იყო, თუნდაც გუნდი შექმნასთან დაკავშირებით მას არ განუცხადებია არაფერი. არ მინდა, მის ადვოკატად მოგევლინოთ, მოვა დრო და თვითონ იტყვის, - ამბობს ვოლსკი. 

გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და სამომავლო გეგმებზე მალე ისაუბრებს.