ევროკავშირში არავის სჯერა, რომ ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში - რასა იუკნევიჩიენე

22.03.21 18:06
ევროკავშირში არავის სჯერა, რომ ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში - რასა იუკნევიჩიენე

ევროკავშირში არავის სჯერა, რომ ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ  ტვ პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. ევროპარლამენტარის თქმით, სხვა კოლეგებთან ერთად განცდა დარჩა, რომ "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვეტილებას მმართველის გუნდის მაგივრად სხვა იღებდა.

ვიცი, რომ მსგავსი შეხედულება აქვს ბევრ საქართველოს მეგობარს ევროპარლამენტში, ყველა შეწუხებულია. ბევრი საუბრობს, რომ ამის უკან ვიღაც დგას, პოლიტიკოსებს საქართველოში, რომლებსაც ვხედავთ მოლაპარაკების მაგიდაზე, ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღებნი. ეს ძალიან გვადარდებს, მმართველი პარტიისთვის ტრადიციად იქცა, რომ არ ესაუბრებიან ევროპის ლიდერებს, მინდა, დავსვა შეკითხვა, ვინ არის ადამიანი, რომელიც კულუარებში დგას, სურს თუ არა მას საქართველოს ევროკავშირის წევრობა, ბიძინა ივანიშვილი არასდროს გვსტუმრებია ბრიუსელში, როგორც პარტიის ლიდერი,  - ამბობს ტვ პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში რასა იუკნევიჩიენე.

 რასა იუკნევიჩიენემ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება.