საბანაძის პირდაპირი მინიშნება ღარიბაშვილის მიმართ, რომ უნდა გადადგეს - ოპოზიცია "ოცნების რღვევაზე" საუბრობს

23.03.21 11:17
საბანაძის პირდაპირი მინიშნება ღარიბაშვილის მიმართ, რომ უნდა გადადგეს - ოპოზიცია "ოცნების რღვევაზე" საუბრობს

ოპოზიციაში ამბობენ, რრომ საბანაძის გადადგომა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის ერთგვარი გზავნილი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ფიქრობს, რომ საბანაძის გადადგომა ოცნების შიდაპარტიულ რღვევას უკავშირდება.

ეს იყო პირდაპირი მინიშნება იმისკენ, რომ ვის მიმართაც  არის კითხვები ხელისუფლებაში უნდა დატოვონ თანამდებობები, თუმცა დღეს საბანაძეს რატომ გაუჩნდა კითხვა, როცა მას შეუყენეს წყალი. ბუნებრივია, ოცნებაში მიმდინარეობს შიდაპარტიული რღვევა და ამას უკავშირდება საბანაძის გადადგომა - ამბობს ზაალ უდუმაშვილი. 

"ლელოს" წევრი ლევან სამუშია ფიქრობს,რომ საბანაძის განცხადება კონკრეტული მინიშნება იყო ღარიბაშვილის მიმართ, რომ მანაც უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან შეკითხვები მის მიმართაც არსებობს. 

საბანაძე საუბრობს პრეცედენტზე და ეს პირდაპირ არის მინიშნება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიმართ რომ იმან უნდა დატოვოს თანამდებობა, ჩვენც ამაზე ვსაუბრობდით, რომ ის ვალდებული იყო უმალვე დაეტოვებინა თანამდებობდა - ამბობს ლევან სამუშია. 

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე დღეს გადადგა, მან მიზეზად ე.წ. ფარული ჩანაწერები დაასახელა.