,,ოცნებამ" მელიას დაკავებით პოლიტიკური ჩიხი პოლიტიკურ კრიზისად გადააქცია - დევიდ კრამერი

23.03.21 11:11
,,ოცნებამ"  მელიას დაკავებით პოლიტიკური ჩიხი პოლიტიკურ კრიზისად გადააქცია - დევიდ კრამერი

საქართველში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტის შემდეგ ახლა უკვე სენატში იმსჯელებენ. ამერიკელი სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობით და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას საკმაოდ მკაცრ მესიჯებს უგზავნიან. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად აუცილებელია პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება.



 ვერ ვხედავ საქართველოში კომპრომისის მიღწევას, სანამ ნიკა მელია ციხეში ზის. ვფიქრობ, ის უნდა გათავისუფლდეს, ,,ოცნებამ" ნიკა მელიას დაკავებით პოლიტიკური ჩიხი პოლიტიკურ კრიზისად გადააქცია. იმისთვის რომ პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ წარმოდგენილი, მისი გათავისუფლება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. - აღნიშნავს დევიდ კრამერი.

 

 ამერიკელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია. დევიდ კრამერი ვარაუდობს, რომ თუ ,,ოცნება" პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ დასავლეთი მის ლიდერებს სანქციებს დაუწესებს. 

რთულია იმის თქმა, სჭირდება თუა არა საქართველოს რიგგარეშე არჩევნები,  მხოლოდ პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა რიგგარეშე არჩევნები. თუ მელიას გაათავისუფლებენ და ,,ოცნება" გამოთქვამს მზაობას, ძალთა გადანაწილება მოხდეს, მაშინ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და იქ იპოვოს გამოსავალი. ვიმედოვნებ, თქვენ მიიღებთ მკაფიო მესიჯს სენატორებისგან და გაფრთხილებას, რომ პრობლემა უნდა გადაჭრან. სენატორები შეშფოთებული არიან, რომ საქართველო საკუთარ იმიჯს აზიანებს, იქამდე , სანამ მელია არ გათავისუფლდება, შტატებმა სანქციებზე უნდა იფიქრონ იმ პირთა მიმართ, ვინც ამჟამინდელ კრიზისზე არიან პასუხისმგებელი. - აცხადებს დევიდ კრამერი.

ამერიკის სენატში დღეს საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები