სწორედ ეს არის რუსეთი, "კაგებე" და ოლიგარქია - გიგი უგულავა

20.09.21 23:50
სწორედ ეს არის რუსეთი, "კაგებე" და ოლიგარქია - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ივანიშვილის მმართველობას რუსულ მმართველობას ადარებს. მისი თქმით, რუსეთი სწორედ "კაგებეშნიკები" და ოლიგარქიაა.

რუსეთი არის ორი რამე. ეს არის "კაგებეშნიკები" და ოლიგარქები. ჩვენ ივანიშვილმა თავზე დაგვასვა ოლიგარქები, ყველა ქალაქში მინი ოლიგარქია დასმული. ოლიგარქია ნიშნავს უპერსპექტივობას, ოლიგაქრია ნიშნავს ხელის ბიჭების ეკონომიკას, ნიშნავს, რომ თუ ხარ მათიდა თუ არადა, საერთოდ არ აინტერესებ. და მეორე ხაზი არის "კაგებეშნიკების" ხაზი, ეს არის "ნასედკების" ხაზი, რომელიც 70-დან უდიდესობა არიან "ქართული ოცნების" კანდიდატების არიან სწორედ ასეთები. სწორედ ეს არის რუსეთი, "კაგებეშნიკი" და ოლიგარქია, ამიტომ დასრულდება 2 ოქტომბერი აი, ამ "კაგებეშნიკების" , "ოლიგარქების","ნასედკების დამსხვრევით, - ამბობს უგულავა. 

მსგავსი სიახლეები