მოსახლეობის 53% კორონავირუსის აცრის გაკეთებას არ აპირებს -NDI

23.03.21 11:48
მოსახლეობის  53% კორონავირუსის აცრის გაკეთებას არ აპირებს -NDI

საქართველოს მოსახლეობის 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ აპირებს. ამის შესახებ კვლევა NDI-მ გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 35% ვაქცინაციის ჩატარებას აპირებს, ხოლო 12%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია აიცრება თუ არა. 

იმ 53%-დან რომელიც, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას არ აპირებს,48%  მიზეზად ასახელებს რომ, კორონავირუსის ვაცქინას არ ენდობა. 20% კი ფიქრობს, რომ კორონავირუსს ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება, 10% აცრას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ იკეთებს, 6% ფიქრობს,რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. ვაქცინის წინააღმდეგი გამოკითხული ადამიანების 5% აცხადებს, რომ ზოგადად ვაქცინის წინააღმდეგია. 

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.