მოსახლეობის 36% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს - NDI

23.03.21 12:02
მოსახლეობის 36% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს - NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით მოსახლეობის 36% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 14% - კარგად, 38% კი - საშუალოდ. 

მოსახლეობის 54% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები არ ითვალისწინებენ მოქალაქეების შეხედულებებს, 37% ამ მასაზრებას არ ეთანხმება.  

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.