მოსახლეობის 40% არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ არის - NDI-ის კვლევის შედეგები

23.03.21 12:05
მოსახლეობის 40% არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ არის - NDI-ის კვლევის შედეგები

NDI-ის მიერ გა კვლევის შედეგების  მიხედვით, მოსახლეობის 40% არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს.

კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან, გამოკითხულთა 23% ქართულ ოცნებას ასახელებს, 7% ნაციონალურ მოძრაობას, 7%  სხვა პარტიებს. კითხვაზე პასუხი არ გასცა 14%-მა, ხოლო 8%-ს პასუხი არ აქვს.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.