ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელი, ამის შეგუება კი დაუშვებელია - აშშ-ს საელჩო სანაიაზე

25.02.21 17:08
ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელი, ამის შეგუება კი დაუშვებელია - აშშ-ს საელჩო სანაიაზე

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას აშშ-ს საელჩო ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა ფაქტებიც გამოიძიოს.

აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები.

 შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებს გამთენიისას თავს დაესხნენ. მომხდარ ფაქტზე შსს-მ 3 პირი დააკავა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები