საბანაძის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სტანდარტი, როგორ უნდა მოქმედებდეს ჩინოვნიკი - გია ხუხაშვილი

23.03.21 12:56
საბანაძის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სტანდარტი, როგორ უნდა მოქმედებდეს ჩინოვნიკი - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის, თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს ეხმიანება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საბანაძემ იმოქმედა ჩინოვნიკის სტანდარტის შესაბამისად.

სხვა ასპექტებს და თეორიებს თავი რომ დავანებოთ, საბანაძის გადადგომაში მნიშვნელოვანია მოტივი, ის სტანდარტი, როგორც უნდა მოქმედებდეს ნებისმიერი ჩინოვნიკი - წერს გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
 

გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საბანაძის მსგავსი პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის სხვა ვერსია გააჩნია.

სხვა ასპექტებს და თეორიებს თავი რომ დავანებოთ, საბანაძის გადადგომაში მნიშვნელოვანია მოტივი, ის სტანდარტი, როგორც უნდა მოქმედებდეს ნებისმიერი ჩინოვნიკი.

წინასწარ გიპასუხებთ სავარაუდო კითხვაზე - ღარიბაშვილს არ შერცხვება - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე, დღეს გადადგა.   საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის შესახებ არაერთი სიუჟეტი მომზადდა. ტვ პირველის ეთერში სკანდალური აუდიოჩანაწერები გავიდა, სადაც ის 20 ივნისის ღამეს ბრძანებებს არა რაციით, არამედ ხმოვანი შეტყობინებებით  გასცემდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ  უკანონო დავალებებს ის კახაბერ საბანაძისგან იღებდა.