პოლიტიკური სპექტრი მოლაპარაკებებზეა გადართული - სამადაშვილი ოპოზიციის რეიტინგის კლებაზე

23.03.21 13:06
პოლიტიკური სპექტრი მოლაპარაკებებზეა გადართული - სამადაშვილი ოპოზიციის რეიტინგის კლებაზე

ოპოზიციის რეიტინგის ვარდნას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მთელი ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისის მოგვარებითაა დაკავებული. სამადაშვილი ამბობს,რომ მოლაპარაკების პროცესში ჩართვის გამო, მოსახლეობის გადმოსახედიდან მათი რეალური პრობლემები  ყურადღების მიღმა მოექცა. 

ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და შეიძლება ითქვას რომ პოლიტიკური სპექტრი მთლიანად არის გადართული ამ მოლაპარაკებების და კრიზისის დარეგულირებების პროცესზე, ეს მოსახლეობაში აჩენს განცდას, რომ მათ რეალურ პრობლემებს რაც ყოველდღიურად აწუხებთ, დროს არ უთმობს პოლიტიკური სპექტრი,მე  ამას ვუკავშირებ გამოკითხვის შედეგებს - ამბობს სამადაშვილი. 

NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მმართველი გუნდის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა, ოცნებამ რვა პროცენტი დაკარგა და  მხოლოდ 23%-იანი  მხარდაჭერა აქვს. კვლევის შედეგები ამერიკის ერონულ დემოკრატიულმა ინტიტუტმა გამოქვეყნა.იზრდება ხალხის უნდობლობა პარტიების მიმართაც შემცირებულია ოპოზიციის რეიტიინგი.ერთადერთი ვისაც ზრდა აქვს ნაციონალური მოძრაობაა

NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით 44 %-მდე  გაიზარდა იმ ადამინების რიცხვი, ვინც ფიქრობს რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.