ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

23.03.21 13:16
ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, აღიარებს რომ საქართველოში ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიას  უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. გაბუნიას თქმით, პანდემიის მიუხედავად, ჯერ კიდევ არის დრო რომ ვაცქინის მიმართ  მოსახლეობის უნდობლობით განწყობილი ნაწილი დაარწმუნონ ვაცქინის ეფექტურობაში. 

საქართველოში კამპანია წარიმართა ისე როგორც წარიმართა, ამას ჰქონდა როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები, ეხლა ამ გამოცდილებაზე უნდა ვისწავლოთ და გავაგრძელოთ შემდეგი ეტაპები ისე, რომ მივიღოთ მაქსიმალური აქტივობა. საინფორმაციო კამპანია ნელა იკრეფს ძალას, ჩვენ საინფორმაციო კამპანია დავიწყეთ რაც ვაქცინა საქართველოში შემოვიდა. ის რომ ნახევარი მოსახლოების უნდობლობას უცხადებს ვაქცინას გასაკვირი არ არის, ჩვენ გვაქვს დრო რომ უნდობლობით გაწყობილი პირები დავარწმუნოთ ვაქცინის ეფექტურობაში - აცხადებს თამარ გაბუნია. 

 საქართველოს მოსახლეობის 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ აპირებს. ამის შესახებ კვლევა NDI-მ გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 35% ვაქცინაციის ჩატარებას აპირებს, ხოლო 12%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია აიცრება თუ არა.