საბანაძის მიმართ ფორმალური გამოძიების დაწყება არაფერს ნიშნავს - "სირცხვილია"

23.03.21 15:27
საბანაძის მიმართ ფორმალური გამოძიების დაწყება არაფერს ნიშნავს - "სირცხვილია"

კახაბერ საბანაძის  ობიექტური გამოძიების სურვილით გადადგომის, არ სჯერათ ანტისაოკუპაციო აქციის  მონაწილეებს. "სირცხვილიას" წევრები ამბობენ, რომ გამოძიება რეალურად  ახლა კახა საბანაძის წინაღმდეგ, 20 ივნისის საქმეზე უნდა დაიწყოს, რადგან ის იყო ერთ-ერთი ვინც გავრილოვის ღამეს ბრძანებას რაციის გარდა მობილური ტელეფონითაც გასცემდა.

ესეც არის რეალურად მორიგი ტრიუკი, უნდა გადაათამაშოს ბიძინა ივანიშვილმა იმის საჩვენებლად რომ თითქოს ახალი ჩანაწერების მერე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, ეს არის რეალურად ის რასაც აკეთებს ქართული ოცნება, იმისთვის რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს საბანაძის მიმართ ფორმალური გამოძიების დაწყება არაფერს არ ნიშნავს, ყველა ვნახავთ რომ არასად არ მივა ეს საქმე რეალურად თაროზე შემოაგდებენ - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

 20 ივნისის აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს ბრძანებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებდა, ამიტომ დამნაშავე ამ საქმეში მთელი ხელისუფლებაა. 

სახალხო დამცევლის ანგარიშმა დაადგინა, რომ ბრძანება სადღაც სხვა ადგილიდან მოდიოდა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მალავს დანაშაულს, ხელისუფლება არის კრიმინალი, ჩრდილოვანი მმართველობის, ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა ეს ინსტრუქცია - ამბობს "სირცხვილიას" წევრი შოთა დიღმელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ კახა საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დღეს დილით დატოვა. კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის შესახებ არაერთი სიუჟეტი მომზადდა. ტვ პირველის ეთერში სკანდალური აუდიოჩანაწერები გავიდა, სადაც ის 20 ივნისის ღამეს ბრძანებებს არა რაციით, არამედ ხმოვანი შეტყობინებებით  გასცემდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ  უკანონო დავალებებს ის კახაბერ საბანაძისგან იღებდა. 

მსგავსი სიახლეები