რეჟიმი ევროკავშირის წინააღმდეგ - "ოცნება" ბრიუსელიდან ამხილეს

24.04.25 20:23
რეჟიმი ევროკავშირის წინააღმდეგ - "ოცნება" ბრიუსელიდან ამხილეს

"ოცნება თავად აშანტაჟებს ხალხს" - გავლენიანმა ევროპარლამენტარმა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის შანტაჟში დაადანაშაულა. რასა  იუკნევიჩიენე, რომელმაც საქართველოს დემოკრატიულ რეგრესზე უმწვავესი ანგარიში მოამზადა, პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ოცნება უვიზო მიმოსვლას პირადი ინტერესებისთვის სწირავს და ქართველ ხალხს წარსულში აბრუნებს. ევროპარლამენტი იძულებულები არიან, ბრიუსელს უმკაცრესი ზომების მიღება მოსთხოვონ, რადგან არ არსებობს ნიშანწყალი იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ევროპულ გზაზე დაბრუნებას აპირებს.

ბრიუსელში უსმენენ და კითხულობენ, როგორ ატყუებს ქართველ ხალხს "ქართულ ოცნება", რომ თითქოს ვინმე რამით აშანტაჟებს. პასუხისმგებლობა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე მხოლოდ თვითგამოცხადებულ რეჟიმს ეკისრება, ამბობს იუკნევიჩიენე, ევროსკოპთან ინტერვიუში. 

ბიძინა ივანშვილის ავტოკრატიული რეჟიმის მხილების ანგარიშს ევროპარლამენტი რამდენიმე კვირაში დაამტკიცებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ უვიზოო მიმოსვლის შეჩერებასთან ერთად,  ბრიუსელმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას უნდა გადახედოს. ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილმა სასწორზე დადო თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

რეჟიმი ევროკავშირის წინააღმდეგ - ინა ცარციძე დეტელებით

მსგავსი სიახლეები