მეწყრული პროცესი დაწყებულია, გასამაგრებელი სამუშაოები აუცილებელია - პიტერ ნიუმანი

23.03.21 16:07
მეწყრული პროცესი დაწყებულია, გასამაგრებელი სამუშაოები აუცილებელია - პიტერ ნიუმანი

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მეწყერსაშიში სიტუაცია თბილისის მერიის მიერ მოწვეულმა გერმანელმა სპეციალისტმა შეისწავლა. სეისმოლოგი პეტერ ნიუმანი აცხადებს, რომ მეწყრული პროცესი დაწყებულია და მისი განეიტრალიზებისთვის გასამაგრებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

 მეწყრული პროცესი დაწყებულია და ჩვენ უნდა დავიწყოთ გასამაგრებელი სამუშაოები დრენაჟებით და  უნდა დავაყენოთ  24 საათიანი მონიტორინგის სისტემა  ჩვენი შეხედულებით საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომლის ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს.  ძალიან ბევრი ქანი არის გამოთავისუფლებული, რაც თავისთავად ართულებს მუშაობის პროცესს. უნდა შევინარჩუნოთ დიდი ყურადღება,  დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს და ამის შემდგომ გადავდგათ ნაბიჯი - აცხადებს პეტერ ნიუმანი.

 

 თბილისის მერიაში კი განმარტავენ, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა არ შეწყდება, მისი გაჩერება კი მხოლოდ ნალექის დროს მოხდება.

მეწყრული პროცესები დაწყებულია, აქ ისეთი სამუშაოები არ მიმდინარეობს, რაც ამ პროცესებზე გავლენას მოახდენს. გზის მშენებლობა მხოლოდ ნალექის დროს შეჩერდება - აცხადებს ვიცე- მერი, ირაკლი ბენდელიანი.