გამოიკითხა თუ არა თავდასხმაში მხილებილი შინჯიკაშვილის მამა - კაციტაძის უწყების გამომძიებელი "პირველების" კითხვას ვერ პასუხობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, რომელიც ამ წუთებში კლინიკა ინგოროყვაში იმყოფება და ტვ პირველის დაზარალებულ ჟურნალისტს ჰკითხავს, ვერ ამბობს, გამოჰკითხეს თუ არა შინჯიკაშვილის მამა ან გააფრთხილეს თუ არა ის, რომ ქვეყანა არ უნდა დაეტოვებინა.
თამარ ბახუა ამტკიცებს, რომ ამ ელემენტარულ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გააჟღერებს.
ამ კონკრეტულ დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ ეს არის გამოძიების ინტერესის საგანი. საჯაროდ ამის გაჟღერების უფლებამოსილება არ გვაქვს, გამომძიებელი ვარ და გამოძიების ინტერესს ვიცავ, - ამბობს ბახუა.
თავდასხმის მიუხედავად, გამომძიებელი ამბობს, რომ საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით არის აღძრული. მისი თქმით, მუხლის გადაკვალიფიცირება პროკურატურის პრეროგატივაა.
ვნახოთ, გამოძიების პროცესში რა გამოიკვეთება. უშუალოდ კვალფიცკაციის შეცვლა არის პროკურატურის პრეროგატივა. ამ ეტაპზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზეა გამოძიება დაწყებული
მარიამ მაკასარაშვილს და "ტვ პირველის" ოპერატორს გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გუშინ გაუსწორდა. დაზარალებული ჟურნალისტს ტვინის შერყევა აქვს და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ იყო ჟურნალისტი მისული შინჯიკაშვილების სახლში, სადაც თავდასხმის მსხვერპლი გახდა.