ტვ პირველის დაზარალებული ჟურნალისტის გამოკითხვა დასრულდა - რას ამბობს ადვოკატი

13.05.25 15:32
ტვ პირველის დაზარალებული ჟურნალისტის გამოკითხვა დასრულდა - რას ამბობს ადვოკატი

ინგოროყვას კლინიკაში ტვ პირველის დაზარალებული ჟურნალისტის გამოკითხვა დასრულდა. ადვოკატი ამბობს, რომ მარიამ მაკასარაშვილმა გამომძიებელს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმე არა მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, არამედ  თავდასხმას ეხება, შესაბამისად, საქმე ამ მუხლითაც უნდა აღიძრას. 

ამასთან, თორნიკე მიგინეიშვილს არ აქვს იმედი, რომ აგმოძიება ობიექტური იქნება, რადგან, მისი თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავს საქმეებზე შედეგი არასდროს დგება. 

მარიამმა დეტალურად გაიხსენა ყველა ის მომენტი, რა მომენტიც განხორციელდა გუშინ, რა ფაქტიც მოხდა. ასევე მიყენებულ ზიანზე ისაუბრა, რასაც ასევე ადასტურებს სამედიცინო დოკუმენტაცია და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღო ეს დოკუმენტაცია და მასზე დაინიშნება ექსპერტიზა იმისთვის, რომ დადგინდეს, რა სახის დაზიანება აქვს მარიამს მიყენებული. არა მხოლოდ ხელშეშლა, ეს იყო თავდასხმა იმის გამო, რომ მარიამი არის ჟურნალისტი, დევნა პროფესიული ნიშნით. შესაბამისად, არა მხოლოდ ერთი მუხლით, სამომავლოდ რამდენიმე მუხლით უნდა დაიწყოს და გააგრძელოს გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. ჩვენს მიერ მიცემული გამოკითხვის ოქმის თანახმად, მათ აქვთ სრული არეალი იმისთვის, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება დაგეგმონ, თუმცა რამდენად გააკეთებენ ამას და შედეგი რამდენად იქნება, ამას უკვე პროცესის განმავლობაში ვნახავთ, იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც შემზარავი ფაქტი მომხდარა და გამოკითხვის ოქმი შემდგარა, ჩვენგან ყველანაირი კომუნიკაცია შემდგარა, თუმცა შედეგი წლების შემდეგაც კი არ დამდგარა, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები