“ქურდული სამყაროს“ მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარისთვის, არასრულწლოვანს სცემეს

19.05.25 14:52
“ქურდული სამყაროს“ მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარისთვის, არასრულწლოვანს სცემეს

“ქართლის ამბების“ ინფორმაციით, „ტიკტოკზე“ ე.წ. ქურდული სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის გამო, არასრულწლოვანს ჯგუფურად სცემეს.

შემთხვევა გორში მოხდა.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცემაში 10-15 ადამიანი მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი, ალბათ, დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით“, — განუცხადა მშობელმა გამოცემას.

შიდა ქართლში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები