კომენდანტის საათის დამრღვევ აქტივისტებს ხელისუფლება დაჭერით ემუქრება - არასამთავრობოები

23.03.21 17:57
კომენდანტის საათის დამრღვევ აქტივისტებს ხელისუფლება დაჭერით ემუქრება - არასამთავრობოები

„მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებს ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად უკავშირდებიან და გამოკითხვაზე იბარებენ. ამის შესახებ არასამთავრობოები საუბრობენ. საქმე ეხება 21 მარტის მოვლენებს, სადაც დემონსტრანტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს. 
 

არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ საგამოძიებო უწყებებმა აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ.

ის გარემოება, რომ საქმეთა დიდ ნაწილზე თვეების განმავლობაში გამოძიება არ მიმდინარეობდა და ის მხოლოდ 21 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ გააქტიურდა, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ სანქციებს გამოიყენებს როგორც სადამსჯელო მექანიზმს მოქალაქეთა პროტესტის ჩასახშობად. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საბაბით ხელისუფლება არაკონსტიტუციურად ცდილობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ამჯერად კი განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქმე გვაქვს მოქალაქეთა ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხესთან, — აცხადებენ ორგანიზაციები.

მესამე სექტორი ასევე, აღნიშნავს, რომ  აქტივისტებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვალისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა.
 

მსგავსი სიახლეები