ორი დააკავეს, ორს ეძებენ - ახალი დეტალები თურქეთიდან, სადაც 25 წლის ქართველ ქალს ყელი გამოჭრეს

24.03.21 12:02
ორი დააკავეს, ორს ეძებენ - ახალი დეტალები თურქეთიდან, სადაც  25 წლის ქართველ ქალს ყელი გამოჭრეს

თურქეთში სადისტურად მოკლული 25 წლის ქართველი ქალის საქმეზე ახალი დეტალები ირკვევა. თეონა თუაშვილის მშობლებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ თურქმა სამართალდამცველებმა 4 თავდამსხმელიდან 2 დააკავეს, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული. ბოროტმოქმედები თურქეთის მოქალაქეები არიან. 

 25 წლის თეა თუაშვილის მშობლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს შვილის ჩამოსვენებაში დახმარებას თხოვენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი ამ დრომდე სტამბოლის პროზექტურაშია დასვენებული. საკონსულოდან მათ აცნობეს, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ცხედარს ვერ ჩამოასვენებენ.
 თეა თუაშვილსა და მის მეუღლეს, რომელიც პაკისტანის მოქალაქეა, სტამბულში 2 დღის წინ სახლთან 4 შეიარაღებული პირი დახვდა,  მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც მძარცველებმა გაიტაცეს თანხა, 2 ათასი დოლარი, რომელსაც თუაშვილი სახლში დაბრუნებისთვის აგროვებდა.  ბოროტმოქმედებმა თეა თუაშვილს ყელი გამოჭრეს, მისი მეუღლე კი მძიმედ დაჭრეს. 25 წლის ქართველი გოგო ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეუღლის მდგომარება კი მძიმეა.