ზუგდიდში მატარებელი დაეჯახა მანქანას, რომელსაც საკრებულოს წევრი მართავდა

24.03.21 13:45
 ზუგდიდში მატარებელი დაეჯახა მანქანას, რომელსაც საკრებულოს წევრი მართავდა

ზუგდიდში სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ტვ პირველის ინფორმაციით, მანქანას ზუგდიდის საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრი, სალომე ფაცაცია მართავდა. 

ჩვენი ინფორმაციით, დეპუტატს  ხელი აქვს მოტეხილი და  კლინიკაში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და პოლიცია.