ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას - მკვლევარების საგანგაშო დასკვნა

24.03.21 14:45
 ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას - მკვლევარების საგანგაშო დასკვნა

საერთაშორისო ფონდ "კურაციო" მკვლევართა ჯგუფმა covid-19-ის პანდემიის მიმდინარეობისა და მოსალოდნელ საფრთხეების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, პროცესის შესაჩერებლად საჭირო ღონისძიებები დროულად გატარდეს, ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის.

 ვხედავთ კიდევ ერთი აფეთქების ტალღის მოახლოებას. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ვიხილეთ, ის რომ არ განმეორდეს, საჭიროა, დროული ნაბიჯების გადადგმა. - აღნიშნავენ მკვლევარები.

,,კურაციოს" კვლევის თანახმად, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ეპიდემიის მზარდი ტემპი აღინიშნებოდა, დეკემბერში დღიურად დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 5,450-მდე ავიდა, რამაც ჰოსპიტალური სექტორის მნიშვნელოვანი გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ 28 ნოემბერს მიიღო მობილობის შემცირებისკენ მიმართული მკაცრი ზომები და მთელი რიგი შეზღუდვები შემოიღო, რამაც ეპიდემიის გავრცელების ტემპი შეამცირა და ჯანდაცვის სექტორზე დატვირთვა შეამსუბუქა, თუმცა მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა და იანვრის თვეში ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი სახიფათო ნიშნულზე დავიდა -43%, როცა ეს რიცხვი დეკემბერში 70% იყო, ინფექციის გავრცელება უკვე 2 კვირაა, მზარდია. 

ერთობლიობაში აღებული ეს მაჩვენებელები გვაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას და სჯობს, დროულად გავატაროთ საჭირო ღონისძიებები, ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის - აღნიშნავენ მკვლევარები.

 

 ,, კურაციოს" მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ხელისუფლება ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ ვაქცინაციას მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს, თუნდაც საკუთარი მაგალითით.

 მხოლოდ სახელმწიფოს იმედად ყოფნა საკმარისი ვერ იქნება და ბოლო თვეებში ვერც ზეპარტიული ერთობის მაგალითები ვიხილეთ. ვფიქრობთ,  ცნობილი დაწესებულებების მესვეურებს ხელეწიფებათ არა მარტო საკუთარ გუნდს უჩვენონ მაგალითი, არამედ ბევრ სხვასაც. ალბათ თითოეული დაწესებულების ხელმძღვანელმა მაგალითი უნდა მისცეს თანამშრომლებს და დროულად აცრას, რათა დაიცვას როგორც ფრონტის წინა ხაზის მებრძოლები, ასევე და უმთავრესი მათ დაწესებულებაში მოხვედრილი არა COVID19 პაციენტები - მიიჩნევენ მკვლევარები.

 

,,კუარციოს" მკვლევარები მოსახლეობას მოუწოდებენ, ატარონ პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია, რეკლამა და დახმარება გაუწიონ ვაქცინაციის პროცესს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები