გაფრთხილება თანამშრომლებს - "ბოლტმა" გაფიცულ კურიერებს sms-ები გაუგზავნა

24.03.21 15:19
გაფრთხილება თანამშრომლებს - "ბოლტმა" გაფიცულ კურიერებს sms-ები გაუგზავნა

ბოლტმა ცოტა ხნის წინ კურიერებს გაუგზავნა SMS შეტყობინება, სადაც აღნიშნულია რომ თანამშრომლებზე ხდება ზეწოლა. ამავე შეტყობინებაში გაფიცულ თანამშრომლებს აფრთხილებენ, რომ სამართალდამცავ უწყებებს ყველა ინფორმაციას გადასცემენ. კურიერების თქმით, პროტესტის გამოხატვის დროს ზეწოლა არ ყოფილა და სხვა კომპანიის კურიერები აქციას თავისი სურვილით შეუერთდნენ. მათი თქმით, ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.კურიერების თქმით, მას შემდეგ რაც მათ პროტესტი გამოთქვეს, კომპანიამ მათი აპლიკაცია დაბლოკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სამსახურიდან ავტომატურად გათავსიუფლდნენ. 

საკურიერო კომოპანია "ბოლტის" თანამშრომლები უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან. ბოლტში დასაქმებულები  მოითხოვენ  გაიზარდოს ტარიფები, საკომისიო სისტემა გადაიხედოს და სამსახურიდან გაშვებული კურიერები უკან  დააბრუნონ. ბოლტის კურიერებმა აქცია დღეს 13:00 საათზე გამართეს, სოლიდარობის ნიშნად მათ სხვა "დელივერი სერვისის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.