თბილისი სტიქიის ზღვარზეა - დამეწყრილ ქედზე ნაპრალები დღეში 5 სანტიმეტრით იზრდება

24.03.21 15:52
თბილისი სტიქიის ზღვარზეა - დამეწყრილ ქედზე ნაპრალები დღეში 5 სანტიმეტრით იზრდება

თბილისი სტიქიის ზღვარზეა - ვაშლიჯვარში მიწის ნაპრალები ელვის სისწრაფით ფართოვდება. ექსპერტები ამბობენ, რომ მეწყრული პროცესები ისეა გააქტიურებელი, რომ  დედაქალაქი   სტიქიის ეპიცენტრი, შესაძლოა,  ნებისმიერ მომენტში  აღმოჩნდეს. სეპციალისტების დასკვნის თანახმად, ფერდობზე ნაპრალები დღეში 5 სანტიმეტრით იზრდება. 

დაახლოებით 5 სანტიმეტრი არის მონაცემი, რომელიც სერიოზული მონაცემია. ყურადღებას მოითხოვს. ფერდობი არ არის გაჩერებული, ეტყობა, არც აპირებს გაჩერებას. უნდა ველოდოთ მის გაზრდას, ვიდრე შემცირებას, - ამბობს სპეციალისტი.

გეოლოგები მიმდინარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ნებისმიერი ვიბრაცია, შეიძლება მეწყერის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს. 

პროცესებს გერმანელი  სპეციალისტები უკვე სწავლობენ, ახლა კვლევებში ჩართვას  ქალაქის მერი ქართველ სპეციალისტებსაც თავაზობს.