თუ სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ჩავატარებთ, მესამე ტალღა გარდაუვალი იქნება - ცერცვაძე

24.03.21 16:04
თუ სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ჩავატარებთ, მესამე ტალღა გარდაუვალი იქნება  - ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღას აანონსებს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, ამ რისკს ვაქცინაციის მიმართ სამედიცინო პერსონალის და მოქალაქეების უნდობლობა ზრდის. 

საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე. უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან ერთ-ერთი. პირველი, ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ, მიუხედავად იმ ერთეული საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიურ, სრულმასშტაბიან ვაქცინაციის პროცესში, ასეთ შემთხვევაში გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა საქართველოს, თან მოყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის, კომენდანტის საათის. მეორე გზა არის, რომ გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ვიცრებით, სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ვატარებთ. იმ გაგებით, რა გაგებითაც მესამე ტალღას ვგულისხმობთ, ზოგიერთ ქვეყანაშ უკვე დაიწყო და საქართველოში დაიწყება მალე სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე, - განაცხადა ცერცვაძემ. 
 

მსგავსი სიახლეები