ავარია გორში - დაშავებულია 5 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები

24.03.21 16:50
ავარია გორში - დაშავებულია 5 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორში ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები  სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გადაიყვანეს. დაშავებულებს   შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

როგორც ,,გორმედის" ექიმი ამბობს, ერთ-ერთ დაშავებულ მოზარდს ჭრილობა თავის არეში აღენიშნება, რის გამოც ოჯახის გადაწყვეტილებით  დაშავებულს თბილისის ბავშვთა სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ.  რაც შეეხება ზოგად   მდგომარეობას, მათ, სიცოცხლისთვის საზიანო დაზიანებები არ მიუღიათ, შესაბამისად შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.