"ტვ. პირველის" ექსკლუზივი - ოჯახის ინფორმაციით, 15 წლის გოგონა მოკლეს და სახურავიდან გადმოაგდეს

24.03.21 17:04
"ტვ. პირველის" ექსკლუზივი - ოჯახის ინფორმაციით,  15 წლის გოგონა მოკლეს და სახურავიდან გადმოაგდეს

"ტვ. პირველის" ექსკლუზივი - აფრიკის დასახლებაში გარდაცვლილი 15 წლის გოგოს ოჯახი ამბობს, რომ მოზარდი მოკლულია. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით,  ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით მეცხრე  სართულიდან გადმოაგდეს. ამ ეჭვს ოჯახს ის გარემოებაც უმყარებს რომ მოზარდის ფეხსაცმელი და ქურთუკი  ლიფტში იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, 15 წლის გოგონა აფრიკის დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსისი სახურავიდან გუშინ გადმოხტა. თუმცა გარადაცვლილი გოგონას  ოჯახი გამძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმის მკვლელობის  მუხლით გამოძიებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები