წერილი იპოვეს, სანამ პატრული მივიდა ბავშვს უღებდნენ ლაივს -გარდაცვლილი 15 წლის გოგონას დეიდა მედიასთან გამოჩნდა

24.03.21 17:16
წერილი იპოვეს, სანამ პატრული მივიდა ბავშვს უღებდნენ ლაივს -გარდაცვლილი  15 წლის  გოგონას დეიდა მედიასთან გამოჩნდა

გარდაცვლილის 15 წლის გოგონას დეიდის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე წერილი იპოვეს. თუმცა უცნობია რა წერია წერილში. გარდაცვლილის დეიდის თქმით, სამართალდამცავებმა წერილის შინაარსი ოჯახს არ გააცნეს. გარდაცვლილი გოგონას დეიდა არასრულწლოვნის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს. 

იმართებოდა თავყრილობა,არ ეცვა ქურთუკი, ფეხზე არ ეცვა და ამ დროს ადის სახურავზე. დარეკეს პატრულში, სანამ პატრული მივიდა ბავშვს უღებდნენ ლაივს. რამდენიმე წუთის შემდეგ ეს ლაივი ქრება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ არა სუიციდის მცდელობა არამედ იყო თვითმკლელობამდე მიყვანა ან მკვლელობა. სახე არ აქვს დაზიანებული, კეფა აქვს გატეხილი. მე არ გამოვრიცხავ კონფლიქტი ყოფილიყო და შეხლა-შემოხლა - ამბობს 15 წლის გოგონას დეიდა. 

შსს-ს ინფორმაციით, 15 წლის გოგონა აფრიკის დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან გუშინ გადმოხტა. თუმცა გარადაცვლილი გოგონას  ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმის მკვლელობის  მუხლით გამოძიებას ითხოვს.ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.  

მსგავსი სიახლეები