საზარელი მკვლელობა თურქეთში - თეონა თუაშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს

24.03.21 17:22
საზარელი მკვლელობა თურქეთში -  თეონა თუაშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს

თურქეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება - 25 წლის თეონა თუაშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლეა დაკავებული. "ტვ პირველის" ინფორმაციით, საქართველოს მოქლაქე ქმარმა კონფლიქტის დროს  დანით მოკლა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი მოატყუა, რომ გოგონა თავდამსხმელებმა მოკლეს. 

სადისტური მკველობიდან მეორე დღეს თეონა თუაშვილის მეგობრები ამბობენ, რომ ქალზე მისი მეუღლე სისტემატიურად ძალადობდა და ის  თურქეთიდან გამოქცევას გეგმავდა.
ადამიანი,  რომელსაც მოკლულ ქალთან ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა, ყვება, რომ მკვლელობამდე სამი საათით ადრე თუაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ სამშობლოში დაბრუნებას ქმრისგან მალულად აპირებდა. 

თეონამ მე დამირეკა და მითხრა, რომ საქართველოში უნდოდა წამოსვლა. მითხრა, რომ სერიოზული პრობლემა ჰქონდა და რაც შეიძლება მალე უნდა დაეტოვებინა თურქეთ. იცით როგორ ლაპარაკობდა? რაღაცნაირად დარდიანი, მომღიმარი, ეცინებოდასავით თავის პრობლემებზე. მარტო არ იყო, რომ ვკითხე ვინ იყო იქ, ქმარიაო, მითხრა. მე თეოს შევპირდი, რომ დავეხმარებოდი იქიდან გამოსვლაში და ისე წამოვიდოდა, რომ ვერც გაიგებდნენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეშინოდა ქმრის, - ამბობს თუაშვილის მეგობარი. 

თეონა თუაშვილის მეგობარი ასევე ყვება, რომ ის იმ ფაქბრიკის ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელმაც მკვლელობის შემდეგ თუაშვილის მეუღლე ნახა და მას ჭრილობები არ აღენიშნებოდა.

თეონა თუაშვილის ოჯახი ამ დრომდე ინფორმაციულ ვაკუუმშია.