წამავლო ხელი და მიმათრევდა - ირაკლი არეშიძე პოლიციელის მხრიდან ძალადობაზე

24.03.21 17:46
წამავლო ხელი და მიმათრევდა  - ირაკლი არეშიძე პოლიციელის მხრიდან ძალადობაზე

ბრალდება გომალურის უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ - ირაკლი არეშიძე იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა. არეშიძე ამბობს, რომ სამართალდამცველს პასუხისგებაში მიაცემინებს. 

წამავლო ხელი და მიმათრევდა ბელინსკის ასახვევამდე, სადაც მანქანა ეყენა. ვეუბნებოდი მთელი გზა, აი, მილიონი მოწმეა, კამერებია, რომ მოვდივარ, რატომ მიმათრევ-თქო, შეუვალი იყო ტიპი. ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის ეგ. პიკი კიდევ რაც არის, რომ მივდივართ განყოფილებაში, გზაშიც მეჯაჯგურება ეს ტიპი და ნახევარ პოლიციას არ უკეთია დახურულ შენობაში პირბადე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დარჩეს პასუხისგების გარეშე, - ამბობს არეშიძე. 

პოლიცია თავის მხრივ, ირაკლი არეშიძეს წვრილმან ხულიგნობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება, თუმცა არსებობს სამხრე კამერების ჩანაწერები, რომლითაც მტკიცდება, რომ არეშიძეს სამართალდამცავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. აღნიშნული ჩანაწერები ადვკატმა სასამართლო პროცესზე წარადგინა. 

ირაკლი არეშიძე ამტკიცებს, რომ კოსტავას ქუჩაზე ის პოლიციამ პირბადის არასწორად ტარების გამო  გააჩერა და ფიზიკურად გაუსწორდა.