კახეთში 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს - ის სხვაში შეეშალათ

25.03.21 10:12
კახეთში 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს - ის სხვაში შეეშალათ

კახეთში 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. "ტვ.პირველის" ინფორმაციით, დაჭრილია მანქანაში მსხდომი ორი პირი. 

ადგილობრივების თქმით, მოკლული სხვაში შეეშალათ და მსხვერპლი იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო დაგეგმილი. 

როგორც "ტვ. პირველს" შს სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და სხვა დეტალები მოგვიანებით გაირკვევა.