სისხლიანი ვენდეტა ატმების ბაღში - გურჯაანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვიდაცია სურდათ, მოკლეს სხვა (ახალი დეტალები)

25.03.21 10:56
სისხლიანი ვენდეტა ატმების ბაღში - გურჯაანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვიდაცია სურდათ, მოკლეს სხვა (ახალი დეტალები)

მკვლელობა ჩუმლაყში, ატმების ბაღში - "ტვ. პირველმა" სისხლიანი ვენდეტის ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში სამი დაჭრილი მამაკაცია გადაყვანილი, მათ შორის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილიც არის, ის გულმკერდის არეშია დაჭრილი. 

„სამი მამაკაცია შემოყვანილი, რომლებიც სხეულის სხვადასხვა არეში, ცეცხლსასროლი იარაღით არიან დააჭრილები. მდგომარეობა ითხოვს ქირურგიულ ჩარევას და ამ წუთებში ვამზადებთ საოპერაციოდ“. – აცხადებს ექიმი. 

ვინ არის მალხაზ ბადუაშვილი? - ის იარაღის უკანონო-შეძენა შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული, მანამდე კი მას მკვლელობასაც ედავებოდნენ.  ამასთან, გასულ წელს მისი ლიკვიდაცია სცადეს. უფრო კონკრეტულად  გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის იმ პალატისკენ ისროლეს, სადაც ბადუაშვილი მკურნალობდა.

ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ საქე 2020 წლის თებერვალში მომხდარი ინცინდენტის გაგრძელებაა და მკვლელს არა 40 წლამხდე მამაკაცის, არამედ ბადუაშვილის ლიკვიდაცია სურდა. 

რაც შეეხება სოფელ ჩუმლაყში, გამთენიისას მოხდარ შემთხვევას დაუდგენელმა პირმა, ავტომანქანაში ჩაცხრილა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი და დაჭრა სამი ადამიანი. გარდაცვლილი ჩუმლაყში სამეგრელოდან, სამუშაოდ იყო ჩასული. 

როგორც 'ტვ. პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,  გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით მიმდინარეობს. 

უწყებაში ამბობენ, რომ ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.