სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალი შენობის რეაბილიტაცია 4 მილიონო ლარი დაჯდება

25.03.21 12:07
სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალი შენობის რეაბილიტაცია  4 მილიონო ლარი დაჯდება

სახელწიფო ინსპექტორის სამსახური მუშაობას ახალ შენობაში განაგრძობს. შენობა ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარეობს და  მას ისტორიული ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სტატუსი აქვს. არსებული ინფორმაციით, ისტორიული შენობის გარემონტება 4 მილიონი ლარი დაჯდება.

ირკვევა, რომ ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა კომპანია „გრავიტა“, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონს გადაუხდიან. აღნიშნული კოპმანია TGM ჯგუფი ფლობს, რომელიც თემურ კოხოძეს საკუთრებაა. კოხოძე კი  „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურობით გამოირჩევა. 

კორუფციის მვლევარებისთვის გაუგებარია, რატომ ხარჯავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შენობის რეაბილიტაციისთვის კოლოსალურ თანხას მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია. 

კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურს უსარგებლო სტრუქტურას უწოდებს და ამბობს, რომ მას მოქალაქეებისთვის, რომელთა ჯიბიდანაც ამ თანხის გადახდა უნდა მოხდეს, არავითარი სარეგებელი არ მოაქვს. 

ყოვლად გაუგებარია, რომ ახლა, როდესაცა ასეთი კრიზისია ქვეყანაში, როდესაც ბიუჯეტში არ შემოდის თანხები, 4 მილიონი ლარი დავხარჯოთ შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისთვის, რომელიც არ სჭირდება. ახლა, ამ ეტაპზე არ არის საჭირო. ამ სტრუქტურას აქვს შენობა, მუშაობს, მაგრამ როგორ მუშაობს ეგ კიდევ ცალკე საკითხავია, ორგანიზაცია, რომელიც ფაქტიურად მკვდარი ორგანიზაციაა. არანაირი სარგებელი არ მოაქვს მოქალაქეებისთვის. საბოლოო ჯამში ამ ფულს ვუხდით ისევ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ თემურ კოხოძეს, - ამბობს დონაძე. 
 

მსგავსი სიახლეები