ვინც ხშირად ხმარობს ,,ფილერს", შეიძლება, ჰქონდეს გართულებები - ამირან გამყრელიძე

25.03.21 16:13
ვინც ხშირად ხმარობს ,,ფილერს", შეიძლება, ჰქონდეს  გართულებები - ამირან გამყრელიძე

“ფაიზერით” ვაქცინაციას შესაძლოა, გართულება მოჰყვეს იმ პაციენტებში, რომლებიც კოსმეტიკურ “ფილერს” იყნებენ - ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააჟღერა. 

გამყრელიძის თქმით, “ფაიზერის” კოვიდვაქცინის კითხვარს დაემატა ერთი კითხვა, რაც შეეხება კოსმეტიკური ფილერის გამოყენებას. 

“ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. ,,ფაიზერს" ახასიასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური გართულება, იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს ფილინგებს, რასაც ეძახიან. ვისაც ფილერები აქვს ხშირად ნახმარი, ,,ფაიზერის" იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას”, – ამბობს გამყრელიძე.