დაარსების დღიდან კომპანიას შემოსავალი არ ჰქონია - ირაკლი ქადაგიშვილი ხარვეზებით შევსებულ დეკლარაციაზე

25.03.21 16:19
დაარსების დღიდან კომპანიას შემოსავალი არ ჰქონია - ირაკლი ქადაგიშვილი ხარვეზებით შევსებულ დეკლარაციაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილიც ფიგურირებს. კვლევის თანახმად, ქადაგიშვილი ერთ-ერთი კომპანიის მეწილეა, თუმცა კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ მას მისი კომპანიის წილი დროებით მართვაში სხვისთვის არ გადაუცია. 
ამ ფაქტს ქადაგიშვილი იმ მიზეზით ხსნის, რომ აღნიშნულ კომპანიას დაარსების დღიდან შემოსავალი არ ჰქონია. 

დეკლარაციას მე მუდმივად ვავსებდი, თუ რამე შენიშვნაა ამასთან დაკავშირებით, ამ შენიშვნას გავითვალისწინებ. ფაქტობრივი მდგომარეობაა, ეს 8-9 წლის წინ დაარსებული კომპანიაა და დაარსების დღიდან ერთი თეთრის მოძრაობა, ან რაიმე აქტივობა ამ კომპანიას არ განუხორციელებია, - ამბობ ქადაგიშვილი. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა დეკლარაციები ხარვეზებით არის შევსებული. კვლევის თანახმად, 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან ათმა დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო, საიდანაც 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მარვის უფლებით სხვა პირისთის არ გადაუცია, 4 შემთხვევაში კი, საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი, ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.